ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს გადაეცა
ათენში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა, რომლის დროსაც ცეცხლი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა.
ცერემონიის დროს ათენში შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები.
ოლიმპიური კომიტეტების წევრები ცეცხლს დღეს 20 საათზე ბათუმში ჩაიტანენ, სადაც საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
ოლიმპიური ცეცხლი მთელ საქართველოს მოივლის და ოლიმპიადის დაწყების წინ მას თბილისში შეაბრძანებენ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოლიმპიურ ცეცხლს 700-მდე მეჩირაღდნე შემოატარებს.