ოლივერ სტოუნის “სნოუდენის” ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა [Video]

კინოკომპანია Open Road Films-მა ოლივერ სტოუნის ფილმის – “სნოუდენის” პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. შესაბამისი რგოლი სტუდიის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

ფილმი ამერიკელ პროგრამისთსა და სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს მიეძღვნა. სურათში მთავარი როლი ჯოზეფ გორდონ-ლევიტმა შეასრულა.

ტრეილერი სნოუდენის სპეცსამსახურებში კარიერის დასაწყისს ასახავს. ფილმის პრემიერა 2016 წლის 16 სექტემბერს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ედვარდ სნოუდენი ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორად მუშაობდა. მან ამერიკის მიერ წარმოებული საიდუმლო თვალთვალის პროგრამაზე ინფორმაცია პრესაში გაახმაურა და შემდეგ კი რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

სნოუდენის მიერ ინფორმაციის გახმაურებამ აშშ-ს უდიესი ზიანი მოუტანა. ზოგიერთმა ქვეყანამ ამერიკა მისი მოქალაქეებისა და ლიდერების სატელეფონო და ინტერნეტ-კომუნიკაციებზე წარმოებული თვალთვალის გამო საჯაროდ გააკრიტიკა.

მსგავსი პოსტები

Back to top button