მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ომბუდსმენი 5 ივლისის საქმეზე დეკანოზ სპირიდონის და მახარაძის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

სახალხო დამცველი პროკურატურას ზურაბ მახარაძისა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს. მისივე განმარტებით, ბრალის წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. საქმე ეხება 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ მოვლენებს.

“საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა ორი პირის მიმართ წარდგენილ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა, ერთის შემთხვევაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მეორეს შემთხვევაში კი ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწოდების ფაქტზე”, – აცხადებს ომბუდმენი.

ომბუდსმენის განმარტებით, ზურაბ მახარაძე 5 ივლისს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას. მათ შორის საუბარია “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის ეპიზოდებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button