ომბუდსმენი მშენებლობაზე დასაქმებული პირების გარდაცვალებას ეხმაურება

მშენებლობაზე დასაქმებული ორი პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

უჩა ნანუაშვილი სამუშაო ადგილებზე დასაქმებული ადამიანების დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს შემაშფოთებელს უწოდებს.
ომბუდსმენს სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს 123 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაუცველობის პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს.
უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევები სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რადგან შრომის ინსპექტირება არ ხდება

მსგავსი პოსტები

Back to top button