მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ომბუდსმენი, მთავრობას, ოპოზიციასა და ცესკოს მიმართავს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მთავრობას, ოპოზიციას და ცესკოს მიმართავს.

“მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებილივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად! მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია!”, – წერს ომბუდსმენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც.

წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების შემდეგ, ოპოზიციამ, ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლა გადაწყვიტა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცესკო-ზე შტურმის მოთავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან

ცესკოს ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

ომბუდსმენი ამავე თემაზე: ომბუდსმენი პოლიციას მოუწოდებს არაპროპორციული ძალა არ გამოიყენონ

მსგავსი პოსტები

Back to top button