“ომეგა ჯგუფის” საქმეზე ახალი ფარული ჩანაწერი გავრცელდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელს ესაუბრება ავტომანქანების შეძენაზე და ახსენებს ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრებს, ნოდარ ხადურს და დიმიტრი ქუმსიშვილს.
ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. მანამდე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრები მოითხოვდნენ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენას და ლიმიტი 200-300 ათასი დოლარი იყო.
პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით მორიგი აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება. ჩხეიძეს არ აქვს იმედი, რომ საგამოძიებო მოქმედებები სათანადოდ ჩატარდება და კანონის შესაბამისად, დაკითხავენ აუდიოჩანაწერის ერთერთ ფიგურანტს, სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს.
ნატო ჩხეიძის ხმა ►
“იბერიასა” და “ომეგა ჯგუფის” საქმეზე და გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე შეფასებები გააკეთეს მმართველ გუნდში და ოპოზიციურ პარტიებში.
“ქართული ოცნებიდან” მამუკა მდინარაძის და “ევროპული საქართველოდან” გივი თარგამაძის ხმა ►