მნიშვნელოვანისაქართველო

ომეგას თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა

ომეგას თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა.

გვიან ღამით კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.

“ომეგა ჯგუფმა” საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა დაიწყო.

“ტელეკომპანია “იბერიამ”, შესაძლოა, მაუწყებლობა განაახლოს, თუმცა, ეს დროის საკითხია”, განცხადება ამის შესახებ “ომეგა ჯგუფის” გენერალურმა მენეჯერმა გააკეთა.

ინფორმაცია გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ომეგა ჯგუფში” შემავალმა კომპანია “ოჯთ”-მ ბიუჯეტში თანხის ნაწილი გადარიცხა და მის ანგარიშს ინკასო მოეხსნა

დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 52,830,844 ლარს.

“ომეგა ჯგუფის” გენერალური მენეჯერის ლევან აღდგომელაშვილის და შემოსავლების სამსახურიდან ხატია მოისწრაფიშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button