მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ომი მალე არ დასრულდება,,-ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი განცხადებას ავრცელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

„ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება და იგი მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივ განცხადებაში.

პრემიერის ოფისმა განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის ისრაელის მმართველი პარტიის დეპუტატებთან გამართული ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა.

„იმისთვის, რომ ომი კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გავაგრძელოთ, ჩვენ საერთაშორიო მხარდაჭერა გვჭირდება და მის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ“, – აცხადებენ ნეთანიაჰუ და გალანტისი

გარდა ამისა ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოება აღვადგინოთ და თქვენს ოჯახებს, რადგან ბევრი თქვენგანი ადგილობრივია, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მივცეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ეს ფართო სამხედრო კამპანიის გარეშე გაკეთდეს, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუ ისრაელ-ლიბანის საზღვართან მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა და ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მათ იმის მაგალითი ვაჩვენეთ, თუ რა ემართებათ მათ მეგობრებს სამხრეთში, მსგავსი რამ მოხდება აქ, ჩრდილოეთშიც. ჩვენ უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button