მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი ყოველთვის ტკივილია, მაგრამ უკრაინელები არ ესხმოდნენ არავის თავს

ომი ყოველთვის ტკივილია, მაგრამ უკრაინელები არ ესხმოდნენ არავის თავს, ჩვენ მხოლოდ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენ ვიცვათ ჩვენს ქალებს და ბავშვებს დამპყრობლებისგან, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მან ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინას არასდროს დაავიწყდება.

ანდრეი კასიანოვის თქმით, ქართველმა მებრძოლებმა შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ – საკუთარი სიცოცხლე.

„პატივცემულო ქართველო ჟურნალისტებო, ჩვენო პატივცემულო მეგობრებო, ძმებო და დებო, ომი ყოველთვის ტკივილია, მაგრამ უკრაინელები არ ესხმოდნენ არავის თავს, ჩვენ მხოლოდ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენ ვიცვათ ჩვენს ქალებს და ბავშვებს დამპყრობლებისგან, რომლებმაც მოისურვეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ღირებულებებისა და მიწის დაპყრობა. სასტიკად მტკივნეულია, როცა დაღუპულთა შესახებ ცნობებს ვიღებთ, ეს არ იყო უკრაინელი ხალხის არჩევანი, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ დავუპირისპირდით. ჩვენ, უკრაინელები გულწრფელ მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს მხარდაჭერისათვის, ეს არის ის, რაც ყოველთვის გვემახსოვრება და რასაც ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, საქართველოს გაუმარჯოს, უკრაინას გაუმარჯოს!“, – განაცხადა კასიანოვმა.

მინდა აქვე ავღნიშნო რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას სამთავრობო მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბლუმბერგი კი წერს, რომ ჩუბაისმა რუსეთიც დატოვა.

ანატოლი ჩუბაისი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში 2020 წლის 4 დეკემბრიდან იკავებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button