მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი უკრაინაში და დაბომბილი შენობები-როგორია უკრაინაშ მდგომარეობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო დარტყმა და 55-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე შეტევაზეა ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით, სადაც ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 15 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა – საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრის 6 რაიონი, 1 მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 1 საწყობი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის ოპერატიულად შემოწმება ვერ ხერხდება.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და კრემინნაის მიდამოებში, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ინარჩუნებენ პოზიციებს სოლედარში.
“უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თანდათან წინსვლას ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით, ქალაქ კრემენნაიას გარეუბნამდე.”- წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას სხვადასხვა სექტორში მძიმე ბრძოლების ფონზე შეზღუდული მიღწევები აქვთ.
“ამ ვითარებაში, ორივე მხარის მთავარი ამოცანაა შექმნან ჯარის ნაწილები, რომლებიც ჯერ არ გამოუყენებიათ ფრონტზე და ისინი შეძლებენ არსებული ტაქტიკური წარმატებების გამოყენებას ოპერატიული გარღვევის შესაქმნელად.”- წერის ბრიტანეთის დაზვერვა.

წუხელ აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამით გაავრცელა მოკლე შეტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ზღვის უბეში ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი.
როგორც Крым.Реалии წერს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში 2022 წლის აგვისტოდან, თითქმის ყოველდღე ისმის აფეთქებების ხმა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ხსნის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებით. კრემლის მიერ ყირიმის ხელმძღვანელად დანიშნულმა სერგეი აქსიონოვმა უკრაინულ დრონებს ყირიმისთვის მთავარი საფრთხე უწოდა.

ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, 15 იანვარს რუსი ოკუპანტების მხრიდან ხერსონის დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა.
როგორც იანუშევიჩი Telegram არხზე წერს, მტრის სამიზნე წითელი ჯვრის შენობა, ქალაქის საავადმყოფო, შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი, გემთმშენებელი ქარხანა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსები იყო.
მისივე თქმით, სამხრეთ რეგიონი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით (MLRS), არტილერიით, ნაღმმტყორცნებით და ტანკებით დაიბომბა. ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონს 21-ჯერ შეუტიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button