მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი უკრაინაში-ესტონეთის დაზვერვის თქმით რუსეთი NATO-სთან პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და რომ მისი შეკავება შესაძლებელია შეიარაღებული ძალების საპასუხო გაძლიერებით.
ნატოს აღმოსავლეთით განთავსებული ქვეყნების მიმართ რუსეთისგან მომდინარე სამხედრო საფრთხის შესახებ მზარდი როდენობით გამოდიან გაფრთხილებით დასავლელი ოფიციალური პირები და ევროპას მოუწოდებენ მოემზადოს შეიარაღების გზით.

ესტონეთის დაზვერვის ხელმძღვანელის, კაუპო როსინის თქმით, ეს შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს გააორმაგოს ძალები, რომლებიც განთავსებულია მის საზღვრებთან ნატოს წევრ ქვეყნებთან – ფინეთთან და ბალტიის სახელმწიფოებთან.
დაზვერვის სამსახურის უფროსმა თქვა, რომ შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს, გააორმაგოს ძალების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია ნატოს წევრ ფინეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ესტონეთთან, ლიტვასთან და ლატვიასთან.

“რუსეთმა აირჩია გზა, რომელიც არის გრძელვადიანი დაპირისპირება…და კრემლი, ალბათ, მოელის ნატოსთან შესაძლო კონფლიქტს უახლოეს ათწლეულში”, – განუცხადა კაუპო როსინმა ჟურნალისტებს ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებისას.

რუსეთის სამხედრო თავდასხმა მოკლევადიან პერსპექტივაში “ძალიან ნაკლებად სავარაუდოა”, თქვა მან, რადგან მისი თქმით, რუსეთი იძულებულია შეინარჩუნოს ჯარები უკრაინაში და ნაკლებად სავარაუდო დარჩება, თუ რუსეთის სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებას ევროპაში ჯარების შესაბამისი მატება დაუპირისპირდება.

“თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, [რუსული სამხედრო თავდასხმის] ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება”, დასძინა მან.
ესტონეთის დაზვერვის სამსახურის გენერალური დირექტორი, კაუპო როსინი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთს არ სურს, NATO-ს მიმართ რაიმე სამხედრო მოქმედება განახორციელოს, თუმცა მიიჩნევს, რომ თავად რუსების გათვლით, NATO-სთან კონფლიქტი მომდევნო ათწლეულში შესაძლებელია.

“დიდი ალბათობით, ბალტიისა და ფინეთის საზღვრებთან დავინახავთ ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, ტანკებისა და საარტილერიო სისტემების გაორმაგებას”, – განაცხადა ესტონეთის დაზვერვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა.
………………

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს – რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს, დაფიქსირდა 60-მდე აფეთქება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის ფრონტზე 63 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ყველაზე ცხელ მიმართულებებად ავდიივკა და მარინკა რჩება. რუსულმა ძალებმა, ღამით, უკრაინის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაბომბეს, რის შედეგადაც სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა. ადგილზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად კერძო კომპანია DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი აღჭურვილობა სერიოზულად დაზიანდა და სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“მტერი უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატურ ტერორისტულ თავდასხმებს აგრძელებს. 12-13 თებერვლის ღამეს დაბომბვის შედეგად DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა”, – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ 13 თებერვლის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 23 “შაჰიდით” შეუტიეს. დნეპრზე შეტევის შედეგად, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. ქალაქის მერმა ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ რუსები თავს ესხმოდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თბოელექტროსადგური დაზიანდა.
“გავმართე შტაბის პირველი სხდომა ახალ სამხედრო მეთაურებთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. რთული მდგომარეობაა მარინკას, ზაპოროჟიეს, ავდიივკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო შეტაკებები. ცალკე განხილვის საგანია ვითარება ხერსონში. თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ მობილური თავდამსხმელი ჯგუფების რაოდენობა, რაც ცეცხლის გახსნისთვის და რუსული ტერორის წინააღმდეგ ყველაზე მოსახერხებელი იარაღი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ხერსონის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონში სამედიცინო დაწესებულებები და ავტობუსის გაჩერება დაბომბეს.

უწყების ცნობით, დაშავებულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ განაცხადა, რომ დაბომბვის დაზიანდა ტროლეიბუსი.

ასევე ცნობილი ხდება, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონის რაიონის სოფელ ჰავრილივკაშიც დაბომბეს დრონებით საცხოვრებელი კორპუსი რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

დაზიანებები მიიღო 71 წლის ქალმა და 36 წლის კაცმა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი Telegram-ზე წერს, დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლიც.

“ტრაგიკული დილა. ნიკოპოლში ადამიანი დაიღუპა. კაცი მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. ის 64 წლის იყო,” – წერს ლისაკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button