ომი უკრაინაში კვლავ გრძდელდება- რუსებმა სუმის და ხერსონის ოლქები დაბომბეს
რუსების მიერ სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა და 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 6 ბავშვი დაშავდა, – ამის შესახებ განცხადებას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიების თანახმად, 2024 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 12:40 საათზე, საერთაშორისო სამართლით აკრძალული ომის წარმოების მეთოდების გამოყენებით, მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან ქალაქ გლუხოვის ცენტრს დაარტყა. დაბომბვის შედეგად, 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, 7 ბავშვი. ცოტა ხსნის შემდეგ 14 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება, მაღაზია და ავტომობილები დაზიანდა.
ომი უკრაინაში კვლავ გრძდელდება რუსეთმა ხერსონის ოლქის სოფელი ანტონოვკა დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ხერსონის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულია 37 წლის ქალი.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ხერსონის ოლქში რუსეთის დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი კაცი, მათი მდგომარეობა მძიმეა.