მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი უკრაინაში, უკვე 227 ბავშვია დაღუპული

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 227 ბავშვია დაღუპული, 420-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა 📌დონეცკის ოლქში – 139

📌კიევის ოლქში – 116

📌ხარკოვის ოლქში – 99

📌ჩერნიგოვის ოლქში – 68

📌ხერსონის ოლქში – 48

📌ლუგანსკის ოლქში – 45

📌მიკოლაევის ოლქში – 44

📌ზაპოროჟიეს ოლქში – 28

📌სუმის ოლქში – 17

📌დედაქალაქში – 16

📌ჟიტომირის ოლქში – 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 748 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 144 მთლიანად განადგურებულია. გარდა ამისა, გენპროკურატურის ინფორმაციით, ამ დრომდე აღრიცხეს ომის 11 439 და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული 5443 დანაშაული.

რუსეთის მხრიდან აგრესიაში ძირითად დამნაშავეებად და ეჭვმიტანილებად ცნობილები არიან რუსეთის ფედერაციის მაღალი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები, დეპუტატები, სამხედრო მეთაურები, ასევე ომის მხარდამჭერები და კრემლის პროპაგანდისტები, ამ ეტაპზე 623 პირი.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button