მნიშვნელოვანისიახლეები
ომიკრინის 265 ახალი შემთხვევაა საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 7 იანვარს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, 6 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების სულ 600 შემთხვევა.
6 იანვრის მონაცემებით, მხოლოდ ერთ დღეში გამოვლენილია 265 ახალი შემთხვევა.
დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.
“ომიკრონი”, 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, დღემდე ის გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.