“ომიკრონი” წინა შტამს იანვარში მთლიანად ჩაანაცვლებს-ეპიდემიოლოგები
მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად პანდემიის პირობებში ემზადება
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, “ომიკრონი” წინა შტამს იანვარში მთლიანად ჩაანაცვლებს
მსოფლიო დელტას და ომიკრონის ცუნამს ელოდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ ახალი ტალღის შეჩერება შეუძლებელია, რაც ინფიცირების მასშტაბების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
“ომიკრონი”, თბილისისა და აჭარის შემდეგ კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთშიც დაფიქსირდა.
ლუგარის ლაბორატორიამ 26 ახალი შემთხვევა გამოავლინა, რაც ინფიცირებულთა კონტაქტებს კიდევ უფრო ზრდის, თუმცა რეალურად ახალი შტამის სტატისტიკა 3-ჯერ მეტია.
ეპიდემიოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ სამხრეთ აფრიკული შტამი “დელტას” იანვარშივე მთლიანად ჩაანაცვლებს.
ამ ეტაპზე “ომიკრონის” სულ 92 დადასტურებული შემთხვევაა. კლინიკაში მხოლოდ 3 გადის მკურნალობას. ახალი შატმით
ინფიცირებული, უკვე გამოჯანმრთელებული დედა-შვილი კი ციციშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს. ექიმები ვირუსის გავრცელების საფრთხეს სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ უფრო ხედავენ.
მოსალოდნელ საფრთხეებსა და რისკებზე საუბრობენ ექმები. მათთვის საგანგაშო ორივე შტამის ერთად ცირკულირებაა.
პაატა იმნაძის, ივანე ჩხაიძის და მაკა ბულეიშვილის ხმა
მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად პანდემიის პირობებში ემზადება. ახალი შტამის,`„ომიკრონის“ გამო, საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი, წესების მკაცრი დაცვით გაიმართება.
ასე იქნება ნიუ იორკში, სადაც ბროლის ბურთის დაშვებას ახალი წლის ღამეს მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან და ღონისძიებაზე მოსახვედრად მათ კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ.
ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან ლონდონშიც, სადაც მოქალაქეებს 2022 წლის შემოსვლას ბიგ-ბენი ამცნობს. საათის განახლებული მექანიზმი წინასწარ შეამოწმეს, თუმცა ლონდონში საახალწლო ფოირვერკს არ გაუშვებენ.
საახალწლო ფოირვერკები და მასობრივი ღონისძიებები აკრძალეს ლონდონში, პარიზში, ციურიხში, ბრიუსელში, ვარშავასა და რომში.
ამასთან, ავსტრალიის მთავრობამ მიიღო გადწყვეტილება, რომ წელს გაიმართება ფოიერვერკების შოუ. საახალწლო ღონისძიებები, პანდემიის მიუხედავად, ბრაზილიაშიც გაიმართება.
საახალწლოდ მკაცრი შეზღუდვები დააწესეს ინდოეთში, სადაც ღამე კომენდანტის საათი იმოქმედებს და რესტორნებს მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვა მოუწევთ.
მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1 მილიონს მიაღწია. აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ინფიცირებულების დღიური რაოდენობა რეკორდულად გაიზრდა.
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანამ „ომიკრონის“ პიკი გადალახა და სიტუაცია ეტაპობრივად დასტაბილურდება. დაინფიცრების შემთხვევების შემცირების ფონზე ქვეყანაში დაწესებული „კომედანტის საათი“ უქმდება.
ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 90 000-ია, მაშინ როდესაც 2 კვირის წინ აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 120 000-ზე მეტი იყო. პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში ვირუსის 3.5 მილიონზე მეტი პირი დაინფიცირდა, 90 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა.