მნიშვნელოვანისიახლეები

“ომიკრონის 51 შემთხვევიდან 5 ბავშვია”

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. სპეციალისტების ინფორმაციით, მდგომარეობას ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელება კიდევ უფრო ართულებს.

მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სადღესასწაულო პერიოდში მობილობის გაზრდის შემდგომ ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებლებმა მკვეთრად მოიმატოს.

მე-6 ტალღისგან თავის ასარიდებლად ეპიდემიოლოგები მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ “ომიკრონის” შემთხვევების პიკი საქართველოში იანვრის მეორე ნახევრის შემდეგ დაფიქსირდება. მისი თქმით, ამის ვარაუდი

სხვა ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით შეიძლება.

ეპიდემიოლოგების ხმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს რომ ომიკრონის შემთვევებმა საქართველოში მოიმატა.

“26 დეკემბერის ჩათვლით ომიკრონის შემთხვევები გახლავთ 51 ქვეყანაში დაფიქსირებული ლაბორატორიულად, როგორც სეკვენირებით, ისე PCR ტესტებით, ასევე კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა…18 წლამდე ბავშვი გახლავთ 5.
აქედან 1 არის სტაციონარში, მაგრამ მას სხვა ძირითადი დაავადება აქვს და იმის გამოა სტაციონარში და არა ომიკრონით ინფიცირების გამო“- აცხადებს გამყრელიძე.

ღაზის სექტორში “ომიკრონის” პირველი შემთხვევები დაფიქსირდა
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 280 მილიონს გადააჭარბა.

პალესტინური მხარის ინფორმაციით, “ომიკრონის” პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ღაზის სექტორში. ვირუსის შემთხვევების მატების გამო 15 დღით ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან მგზავრების მიღება აკრძალა ირანმა.

თვითიზოლაციაშია ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
ნაფტალი ბენეტის შვილს COVID-19 დაუდასტურდა. ისრაელის ლიდერი PCR ტესტის პასუხს ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button