მნიშვნელოვანისიახლეები

„ომიკრონის“ 60-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დღეს იდენტიფიცირებული

2-3 კვირაში ქვეყანაში ომიკრონი დომინანტი შტამი გახდება

„ომიკრონის“ 60-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დღეს იდენტიფიცირებული. მთავარი რისკი, რომელიც ამ შტამს უკავშირდება, არის მისი სწრაფი გავრცელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწრაფი გავრცელების პირობებში საჭიროა საწოლფონდის მობილიზება.

„საველე ჰოსპიტლის გამოცდილებაც გვაქვს და ეს არ არის დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე, თუმცა ვფიქრობ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები მიმდინარეობს მეტად საშუალო და მსუბუქი ფორმებით, მითუმეტეს აცრილ პაციენტებში. თუკი პაციენტი აცრილია, „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. იმ პირების უმრავლესობა, ვინც „ომიკრონით“ დაინფიცირდა, აცრილია და ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია აცრებზე გავაკეთოთ აქცენტი. ასევე ჰოსპიტალური სექტორი 9100 საწოლით მობილიზებული რჩება და თუ საჭირო იქნება დამატებით სასტუმროების მობილიზება და პირველადი ჯანდაცვის ჩართვა, ამისთვისაც მზად ვართ“, – განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, 2-3 კვირაში „ომიკრონი“ „დელტა“ შტამთან მიმართებით დომინანტი გახდეს.მისი თქმით, 63 შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე და უმრავლესობა აცრილია. გამყრელიძის განცხადებით, 63-დან 6 პირს კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა. მისივე თქმით, შემთხვევების უმრავლესობა შემოტანაილია. ის ვარაუდობს, რომ 2-3 კვირაში ქვეყანაში ომიკრონი დომინანტი შტამი გახდება.

პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დასრულების მრუდზეა – ქვეყანაში მეექვსე ტალღა „ომიკრონის“ ვირუსით იქნება განპირობებული“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ამ დროისთვის 3500-ზე მეტი საწოლია თავისუფალი, რაც ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.
მისივე თქმით, „კორონავირუსით“ ინფიცირებულ პაციენტებში 3-4 დღეა კლინიკური ნიშნების გამოვლენის პერიოდი.
„სიმპტომატიკა მძიმე არ არის. არ არის ძლიერი თავის ტკივილი, როგორც გრიპის დროს. მიმდინარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმე და ხანმოკლე. ინკუბაციური პერიოდი ხანმოკლეა, კონტაქტიდან სამ დღეში ვლინდება დაავადების ნიშნები, განსხვავებით „დელტასგან“ და ჩინური ვარიანტისგან ,- განმარტავს ჩხაიძე მედიაჰოლდინგ “კვირაში”.

ამირან გამყრელიძის ივანე ჩხაიძის და ბიძინა კულუმბეგოვის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button