ომიკრონის შტამის მასიურად გავრცელების შანსები სადღესასწაულო პერიოდში იზრდება
ომიკრონის შტამის მასიურად გავრცელების შანსები სადღესასწაულო პერიოდში იზრდება – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ
საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის – ომიკრონის შტამის მასიურად გავრცელების შანსები სადღესასწაულო პერიოდში იზრდება. ექიმების განმარტებით, მეექვსე ტალღის დაწყებას მობილობის გაზრდა დააჩქარებს. მორიგი ეპიდაფეთქებისგან თავის ასარიდებლად კი ისინი მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში მაქსიმალურად სწრაფად ჩართვისკენ და რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძეის და ალექსანდრე გოგინავას ხმა
1 976 ინიფიცრებული და 78 გარდაცვლილი, ეპიდემილოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ისევ საგანგაშოა. “ომიკრონის” გავრცელების შანსები კი დღითიდღე იზრდება.
ლუგარის ლაბორატორია კიდევ რამდენიმე საეჭვო ნიმუშს სწავლობს, რომლებიც დადასტურებულად ცნობილია, რომ კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი არ არის.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის თქმით, “ომიკრონის” გავრცელებასთან ერთად გაიზრდება ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლაც.
დღეს “ბუსტერით” აიცრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც ერთგვარად მაგალითი მისცა სხვა საარჩევნო სუბიექტებს, აიცრან “ბუსტერ” დოზით.
ჯავარა უგრეხელიძის და გიორგი კალანდარიშვილის ხმა
„გარდიანი“ – „დელტა“ ვარიანტთან შედარებით, „ომიკრონით“ დაავადებული ადამიანის კლინიკაში მოხვედრის რისკი 70%-ით ნაკლებია
კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტთან შედარებით, „ომიკრონით“ დაავადებული ადამიანის კლინიკაში მოხვედრის რისკი 70%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება.
ჯანდაცვის უსაფრთხოების ცნობებით, ამის მიუხედავად „ომიკრონი“ მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“ და შესაძლებელია, რომ ადამიანთა დიდ რაოდენობას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.
წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებიდან 10 კვირის შემდეგ, კორონავირუსისგან დაცვის მექანიზმი მაინც კლებულობს ადამიანის ორგანიზმში და ზოგიერთს შესაძლოა, აცრის მეოთხე დოზა დასჭირდეს.
“ომიკრონით” დაავადებულ ადამიანებში სხვა შტამით ინფიცირებულებთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 50-70-%-ით ნაკლებია. ამას ახალი კვლევები ადასტურებს.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ახალი შტამით დაინფიცირების შემთხვევები რეკორდულია. მათ შორის იტალიასა და საფრანგეთში. შემთხვევების ზრდის გამო იტალიამ საახალწლო ღონისძიებები აკრძალა, ღია სივრცეში კი პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება.
გერმანიაში “ომიკრონით” გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, “ომიკრონ” ვარიანტის გავრცელების გამო, 200-ზე მეტი რეისი გააუქმეს. ქვეყნის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ “მერკის” წარმოების აბები დაამტკიცა, რომელიც ინფექციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის სამკურნალოდ იქნება განკუთვნილი.