მნიშვნელოვანისიახლეები

“ომიკრონით” დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად “ომიკრონის” 1 009 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გასულ 24 საათში “ომიკრონი” კიდევ 58 ადამიანს გამოვლინდა.

“საკმაოდ რთული ზამთრის თვეების გადატანა მოგვიწევს” – ეპიდემიოლოგები ჰოსპიტალურ სექტორს მზადყოფნისკენ მოუწოდებენ
“ომიკრონით” დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება.
ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში “დელტა” შტამს დაახლოებით 80%-ით ახალი მუტირებული შტამი ჩაანაცვლებს.

სიტუაციიდან გამოსავალს ექიმები ვაქცინაციის გააქტიურებაში და რეკომენდაციების მაქსიმალურ დაცვაში ხედავენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონს სწრაფი გავრცელება ახასიათებს, სპეციალისტები თვლიან, რომ აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება მოსალოდნელი რთული ეპიდ. სიტუაციის სამართავად.

ეპიდემიოლოგის, ნათია გორდაძის თქმით, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მომდევნო კვირებში დადებითობის მაჩვენებელი გაიზრდება და როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც დომინანტი შტამი “ომიკრონი” გახდება.

ეპიდემიოლოგი მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში დროულად ჩართვისკენ მოუწოდებს.

ეპიდემიოლოგების ხმა

ომიკრონი ისევ კლავს, ომიკრონი ისევ კლინიკაში მოახვედრებს პაციენტებს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი რისკია იგივე სამედიცინო პერსონალის სწრაფი დაინფიცირების – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს.

მისი თქმით, პიკური მაჩვენებელი, რომელიც ომიკრონით მიიღწევა და იქნება იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველი ნახევარში, გაზრდის დატვირთვას როგოროც ჰოსპიტალურ, ასევე ამბულატორიულ სექტორზე, რომელიც ძალიან დიდი რისკია სამედიცინო პერსონალის სწრაფი დაინფიცირების.

პიკური მაჩვენებელი, რომელიც ომიკრონით მიიღწევა და ეს იქნება იანვრის ბოლო და თებერვლის პირველი ნახევარი, ისინი საშუალოდ ამბობენ 60 000 შემთხვევა, რეალურად გამოვლენილი სამჯერ ნაკლები, დაახლოებით 15 000-დან 20 000 შემთხვევაზეა საუბარი.​

თუ კუმულაციურად ჩვენ დაგვიგროვდება პაციენტების რაოდენობა დაგვიგროვდება 10 დღის განმავლობაში 150 000 ადამიანი და მეტი, მათი 5% საკმაოდ ბევრია 7 და 8 ათასი ადამიანი, ამიტომ ჰოსპიტალურ სექტორზე ყველა შემთხვევაში იქნება დატვირთვის გაზრდა და კიდევ უფრო მეტი იქნება ამბულატორიულ ანუ პირველად რგოლზე.

რა თქმა უნდა, ომიკრონი ისევ კლავს, ომიკრონი ისევ კლინიკაში მოახვედრებს პაციენტებს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი რისკია იგივე სამედიცინო პერსონალის სწრაფი დაინფიცირების, რაც უბრალოდ მუშახელის გამოვარდნის რისკების წინაშე გვაყენებს, რათა პაციენტებს ვერ ექნებათ ადეკვატური დახმარება. – ამბობს კულუმბეგოვი.

317 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის რეკორდული დღიური შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, ავსტრიასა და ისრაელში.

ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ნორვეგიაში, მხოლოდ ბოლო 24 საათში 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

საბერძნეთში დაწესებული შეზღუდვები კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდება. დანიაში ვაქცინის მეოთხე დოზას სთავაზობენ რისკჯგუფებს. კორონავირუსის ახალ მუტირებულ შტამთან საბრძოლველად ემზადებიან რუსეთში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, რომ “ომიკრონი” განსაკუთრებით საშიშია არავაქცინირებული პაციენტებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button