მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 21-ე დღე

უკრაინაში შექმნილი ბოლო ვითარება შეაფასა თავის მორიგ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა

რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ უტევენ. კიევში, ოდესაში, ჟიტომირსა და ლვოვის ოლქში განგაშის სიგნალი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო.

რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ხარკოვია, რომლის ქუჩებშიც მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, განხორციელდა ორი მძლავრი სარაკეტო დარტყმაც.

ზღვიდან სარაკეტო იერიში აგრესორებმა ქალაქ მარიოპულზეც მიიტანეს. ბომბები ჩამოყარეს ნიკო-პოლსა და ალექსი-ევკას შორისაც, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შეტევა მიიტანეს ასევე კიევის, ვინო-გრადარის რაიონში.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ უკრაინის მოქალაქეებს მიმართა პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ მტერს გასული დღე-ღამის განმავლობაში წინსვლა არ ჰქონია.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა ტექნიკასთან ერთად, ასობით ჯარისკაცი, მათ შორის ერთი გენერალი დაკარგეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის მოქალაქეებს და შეახსენა მათ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის სირცხვილით და სიღარიბით დასრულდება. პრეზიდენტი გამოეხმაურა მიმდინარე მოლაპარაკებებსაც.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“უკვე მესამე კვირა მთავრდება. ყველას გვინდა, რომ მშვიდობა მალე დამყარდეს. ყველას გვინდა, გავიმარჯვოთ და მივაღწევთ იმას, რაც ჩვენ, უკრაინელებს, კანონიერად გვეკუთვნის. მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ, გვჭირდება ერთიანობა და ბრძოლა. ჩვენმა ბიჭებმაც, რომლებიც რუსეთში მოლაპარაკებებში არიან ჩართულები, უნდა იმუშაონ. როგორც არ უნდა თქვა, მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ძალიან რეალურად ჟღერს. კიდევ გვჭირდება გარკვეული დრო, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის ინტერესებში იყოს. საჭირო დროს კი ჩვენი დამცველები გვაძლევენ, რომლებიც უკრაინას ყველა ფრონტზე იცავენ.
ოკუპანტებს დღეს წარმატებები არ ჰქონიათ მიუხედავად იმისა, რომ ამის მიღწევას ათასობით რუსი ჯარისკაცი ცდილობდა. მტერმა დღეს ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის ათობით ოფიცერი. დაღუპულებს შორის ერთი გენერალიც იყო.
ოკუპანტები აგრძელებენ სამხედრო დანაშაულს, ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნქტს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული რაკეტების რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა.
რუსეთის მოქალაქეებო, ნებისმიერი თქვენგანი, რომელსაც წვდომა აქვს სწორ ინფორმაციასთან, მარტივად მიხვდება, რა შედეგით დასრულდება ეს ომი მისი ქვეყნისთვის – სირცხვილით და სიღარიბით, მრავალწლიანი იზოლაციით. ძალიან მკაცრი რეპრესიული მანქანა მოგექცევათ თქვენც ზუსტად ისე არაადამიანურად, როგორც თქვენ ექცევით უკრაინის მოქალაქეებს, ოკუპანტებო!
თქვენს ნაბიჯებზეა დამოკიდებული, რა მოხდება მომავალში. მინდა მივმართო ყველა რუს მაღალჩინოსანს, რომელსაც კავშირი აქვს მოქმედ ხელისუფლებასთან. თუ თქვენ დარჩებით თანამდებობებზე და არ წახვალთ ომის წინააღმდეგ, საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს წაგართმევთ, ყველაფერს რაც ამ წლების განმავლობაში გამოიმუშავეთ და ეს უკვე დაიწყეს,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button