მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 27-ე დღე ახლო აღმოსავლეთში ისრაელი ჰამასის თავდაცვით ხაზს ანადგურებს

ისრაელის თავდაცვის ძალების კონტრადმირალის დანიელ ჰაგარის განცხადებით, სახმელეთო ჯარმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის თავდაცვის ხაზი გაარღვია.
ჰაგარის თქმით, სახმელეთო ოპერაცია გეგმის მიხედვით ხორციელდება.
მისივე განცხადებით, ოპერაციის წარმატება დაზვერვის სიზუსტის და ერთობლივი მოქმედებების [სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების] შედეგია.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ IDF-მა ღაზაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციაში “ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია”.
“ჩვენმა ძალებმა თავისი მოქმედებებით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ძალიან გადამწყვეტი მოქმედებებია. სახმელეთო და საჰაერო ძალებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს”, – თქვა გალანტმა.

ცნობილი ხდება რომ დღეიდან ისრაელის განცხადებით, დაიწყეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც ღაზის სექტორში მათ კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე ჰამასის გვირაბების ქსელის განადგურებას გულისხმობს.
როგორც გამოცემა Times of Israel წერს, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისრაელის არმიის ინჟინრები გვირაბების გასანადგურებლად იყენებენ სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელ მოწყობილობას იყენებენ.
თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ოფიცერის განცხადებით, საინჟინრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი დაამყარეს.
“ჩვენ ვაპირებთ გვირაბების შესასვლელების დანგრევას. ის სიკვდილის ზონა გახდება. შეცდომა დაუშვეს, აირჩიეს ისეთ ადგილას ყოფნა, საიდანაც გაქცევა შეუძლებელია. ისინი გვირაბში დაიღუპებიან”, – აღნიშნა მან.
მოხსენების თანახმად, ამ დროისთვის 100 გვირაბია განადგურებული.
გარდა ამისა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა რომ ქალაქ ღაზას ალყაში ვაქცევთ.
მისი თქმით, ისრაელის სამხედროები უკვე ქალაქ ღაზაში იმყოფებიან და რამდენიმე მიმართულებიდან ურტყამენ ალყას.

“ომში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფეხურს მივაღწიეთ. [ისრაელის] ძალები ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში არიან, ქალაქ ღაზაში მოქმედებენ, ალყაში აქცევენ, და [სახმელეთო ოპერაციას] აღრმავებენ”, – განაცხადა ჰალევიმ.

მან აღნიშნა, რომ ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქის ბრძოლებში არიან ჩართულნი.

“სახმელეთო ძალების თან ახლავთ ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია, ციდან და ზღვიდან ცეცხლი. ეს პარტნიორობა ბრძოლას გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის,” – განაცხადა ჰალევიმ.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის ისრაელის სახმელეთო ოპერაციაში უკვე 18 ისრაელის ჯარისკაცი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button