მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 351 დღე უკრაინაში- უკრაინა პარტნიორ ქვეყნებს დახმარეებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი წუხელ და დღეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასობრივ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ეხმაურება და პარტნიორებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდებს.

„რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში ესხმოდა თავს უკრაინის ქალაქებს. რუსეთის ფედერაციის განზრახვა უცვლელია: მასობრივი განადგურება და მკვლელობა. საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი. საჭიროა მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები: შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მოიერიშე თვითმფრინავები, ოპერატიული მარაგის ლოგისტიკა უკრაინისთვის“,- წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გენოციდის შეჩერება შეუძლებელია.
ომის 351 დღე უკრაინაში – რუსების იერიშის შედეგად ჩერნიგოვის ოლქში დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი. მას შემდეგ რაც მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანი ამოიყვანეს, ერთი ჯერ კიდევ არ უპოვნიათ.

ხარკოვის ოლქში რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი.

გაერთიანებული სამეფო გააფართოებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნას, რაც მოიცავს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს. ის ასევე უკრაინას დიდი მანძილის საშუალებებსაც მიაწვდის.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და დიდი ბრიტანეთი ყველა გზას გაივლიან საერთო გამარჯვებისკენ და რომ ორი ქვეყანა “ნამდვილი მოკავშირეები” ხდებიან.

საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინას დაუდასტურეს, რომ გააგრძელებენ მის დახმარებას რუსეთთან ომში გასამარჯვებლად. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია საფრანგეთის იმედი ჰქონდეს, რომ ამ ომს მოიგებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა 8 თებერვალს პირობა დადო, რომ საფრანგეთი უკრაინას გვერდით მტკიცედ დაუდგება.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის დახმარება გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება. შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გამარჯვება არ უნდა დაუშვან, როდესაც ის შეხვდა

ზელენსკიმ საფრანგეთს და გერმანიას მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები. ზელენსკის განცხადებით, რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო სწრაფად დასრულდება რუსეთის აგრესია და ევროპაში მშვიდობა დაბრუნდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button