მნიშვნელოვანისიახლეები

,,ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები,,-ოპოზიცია

ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე – ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ხალხი ქუჩებში არის ცვლილებების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან – „ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია“.
„საქართველოში რთული ვითარებაა ძალიან. მთავარი, რაც ამ, სირთულეს ქმნის, ეს არის ხელისუფლების მიმტაცებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ვარ ძალიან ოპტიმისტურად, სანამ ვხედავ ბრძოლის ორიენტირს, სანამ ვიცი რა უნდა ვაკეთო რეჟიმის წინააღმდეგ. მეც და ყველა პოლიტიკოსი და თქვენც, ყველანი გავაკეთებთ იმას, რომ რეჟიმი შეიცვალოს. ვერ მოასწრებს კანონები ისე ამოქმედებას, რომ დახუროს ყველა NGO, დახუროს ყველა ტელევიზია და მოკლას ყველა პარტია. ვერ მოასწრებს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე დრო აღარ მუშაობს. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე. ხალხი ქუჩებში არის აუცილებელი წინაპირობა ცვლილებების, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა. უნდა ვიმუშაოთ ყველგან: ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია. ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ჩემთვის ძალიან გასაგებია, ზუსტად ვიცი სადამდე მივა, აგროვებს პოლიტპატიმრებს, ცუდ კანონებს და შემდეგ იტყვის, აი, ახლა პატიმრებსაც გამოვუშვებ, კანონებსაც გავაუქმებ და ოპოზიცია დაბრუნდეს პარლამენტში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. „შარლ მიშელ 2“ არ იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ევროპარლამენტართან ვისაუბრეთ, როგორ მივაღწიოთ, რომ ორმხრივ საფუძველზე ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა შესაბამისი ზომები მიიღონ იმ პირების მიმართ, რომლებიც მხილებული არიან ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგვრაში – ვისაუბრეთ იმაზეც, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ შევამციროთ გაყალბების რისკი და როგორ მივაღწიოთ, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.
“ევროპარლამენტის წევრთან გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება კიდევ გააკეთოს ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა რეპრესიულ ზომებს გეგმავს “ქართული ოცნება” თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მომიტინგეების წინააღმდეგ. ფინანსური მოხრჩობის მცდელობაა მათი მხრიდან, რათა თავისუფალი აზრი მოკლან, რასაც ვერ მიაღწევენ. მაგრამ ცხადია, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ჩართულია ამ რეპრესიული ზომების გატარებაში, უნდა გადაიხადოს შესაბამისი ფასი. მათი იმედია, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი არ მისცემენ საშუალებას ევროკავშირს, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება შესაბამისი იმ რეპრესიული ზომების, რასაც “ქართული ოცნება” ატარებს. მაგრამ არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობა ორმხრივ ბაზაზე. თითოეულ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება შესაბამისი “ქართული ოცნების” ამა თუ იმ წარმომადგენლის ქცევის. თუ ვინმე მხილებულია, რომ მონაწილეობს რეპრესიული ზომების განხორციელებაში, უნდა აგოს პასუხი, უნდა გადაიხადოს ფასი. ამაზე ევროპაში ინტენსიური საუბარი მიმდინარეობს. საუბარია სწორედ იმაზე, რომ ამ ადამიანებმა დაუსჯელად არ იგრძნონ თავი. ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგვრაში არიან მხილებული და ცდილობენ, მოახრჩონ ჩვენი თანამოქალაქეების თავისუფალი ნება, მაინც ვერ მიაღწევენ ამას და ამისთვის პასუხი უნდა აგონ.
ევროპარლამენტის პოზიცია ცალსახაა. რეზოლუციაც ვნახეთ, სადაც საუბარია იმაზე რომ ყველა ის პირი უნდა იყოს სანქცირებული, რომელიც მხილებულია ძალადობაში, რეპრესიული ზომების გატარებაში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროპულ სტრუქტურებში ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენარჩუნებული და გადაწყვეტილებებიც ისე იქნება მიღებული, როგორც ამ კრიტიკულ ვითარებას შეესაბამება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივ მომხსენებელ, რასა იუკნევიჩიენესა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის თემა არ იყო სანქციები.
„საინტერესო შეხვედრა იყო, გავუზიარეთ რა სიახლეებია მიმდინარე პროცესებში. მათთვისაც საინტერესო იყო, როგორც იცით, რასა არის საქართველოზე მომხსენებელი, მისი პირადი ჩართულობა განაპირობებს ევროპულ კლიმატს. ევროპულ სტრუქტურებში ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენარჩუნებული და გადაწყვეტილებებიც ისე იქნება მიღებული, როგორც ამ კრიტიკულ ვითარებას შეესაბამება.
დღეს არ იყო საუბარი სანქციებზე, ვერც იქნებოდა, რადგან სანქციები ევროკომისიის გადასაწყვეტია. ის ქმედებები, რომელიც შეიძლება სანქციების კუთხით ვერ განხორციელდეს, დიდი ალბათობით განხორციელდება ნაციონალურ დონეზე ევროპული ქვეყნების მიერ – „ქართული ოცნების“ არ აღიარება და იზოლაცია გაგრძელდება.
ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ვითარების გაუარესება და იმ ბენეფიტების დაკარგვა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში აქვს მიღებული“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან, ცქიტიშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საკითხები, რომელიც ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაშია, შეხვედრების დროს ყოფილა განხილული.
„გარკვეული კოორდინაცია იყო ამაზე. როდესაც არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგება, ამ მომენტისთვის გვქონდეს ძირითადი საკითხები ჩამოყალიბებული და როგორ შეიძლება ეს არჩევნები ჩატარდეს. ამას სჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა, ადგილობრივი დამკვირვებლების კარგად მომზადება. ამ საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს დისკუსიები, თუმცა მთავარი ბრძოლა არის ის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ დაინიშნოს არჩევნები.
საკითხები, რაც მანდ არის დასმული, გარკვეულწილად არის განხილვის საგანი ჩვენ შორის. იქნება ეს შეხვედრა პრეზიდენტთან თუ პარტიებს შრის. ასე დეტალურად ეს ხუთი პუნქტი არ იყო განხილული, თუმცა ამ საკითხებზე მსჯელობა პერმანენტულად მიმდინარეობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს

ევროკავშირის ინსტიტუტების ხაზი არის ცალსახა: “ქართული ოცნების” რეჟიმის აღიარება არ მომხდარა და არ მოხდება, ესეც გავიგეთ ამ შეხვედრაზე – რეჟიმი უნდა იყოს მარტო, სანამ დაინიშნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში იყოს ყოველდღიურად.
“საქართველოს თემა, საქართველოში რეჟიმის არ აღიარება არის ის დღის წესრიგი, რომელსაც მხარს ვუჭერთ. ამისთვის რასა იუკნევიჩიენეს ვიზიტი თბილისში, როგორც საქართველოს შესახებ ევროკავშირში მომხსენებლის, მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მაღალი ეშელონები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ პროტესტი, წინააღმდეგობა, უკმაყოფილება რეჟიმის მიმართ არათუ მცირდება, არამედ ძლიერდება. მაგალითად, გურიის მაგალითზე ვხედავთ, რომ ჩვენს წინაშე არ არის ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია ელემენტარულად, ხალხის პრობლემები მოაგვაროს. ყველა ამ მიმდინარე საკითხზე იყო საუბარი და იმაზე, რომ არ ვაპირებთ რეჟიმთან შეგუებას. რეჟიმი უნდა იყოს მარტო, სანამ დაინიშნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

გვესმის, რომ დიდი გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა ევროპაში, დასავლეთის ქვეყნებში უკრაინისა და ბევრი სხვა საკითხის გამო, მაგრამ დასავლეთი და ამ ყველაფრიდან გაცილებით უფრო ძლიერი გამოვა, ვიდრე აქამდე იყო, რაც ნიშნავს ქართველი ხალხის გამარჯვების კიდევ უფრო მეტ გარანტიას , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვაშაძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციამ საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნას დაუდო საფუძველი.
“არაღიარების პოლიტიკიდან ახალი არჩევნების მოთხოვნამდე – ევროსაბჭოს რეზოლუციამ ამას დაუდო საფუძველი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ერთადერთი მესიჯი, რაც გვესმოდა, ეს იყო ახალი არჩევნები და ეს იყო ძალიან მკაფიო, რაც აქამდე არ იყო.
მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი – გვესმის, რომ დიდი გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა ევროპაში, დასავლეთის ქვეყნებში უკრაინისა და ბევრი სხვა საკითხის გამო, ახალი უსაფრთხოების ქოლგა, ახალი უსაფრთხოება, ახალი ეკონომიკური მოდელები, მაგრამ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთი და ამ ყველაფრიდან გაცილებით უფრო ძლიერი გამოვა, ვიდრე აქამდე იყო, რაც ნიშნავს ჩვენი, თქვენი დემოკრატიული ძალების, ქართველი ხალხის გამარჯვების კიდევ უფრო მეტ გარანტიას.
კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ – გერმანიაში ახალი ხელისუფლებაა, რომელიც ძლიერი ევროპის მომხრეა, მკაფიო დემოკრატიული ევროპის მომხრეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ ჩვენს ერთიან პოზიციასთან ერთად – არაფერი, გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნებისა ახალი წესებით, არ განიხილება, არ დევს მაგიდაზე – ექნება კიდევ უფრო მყარი, მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება ეს ორმხრივი სანქციები, იქნება ეს პირდაპირი წნეხი თვითმარქვია ავტორიტარული რეჟიმის მიმართ, იქნება სხვა ნაბიჯები, რომელზეც გვქონდა საუბარი, რაზეც ღიად და საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.
საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენც გაძლიერებულები გამოვალთ და ევროპაც, ხოლო რაც შეეხება რუსეთუმეებს, მათი ადგილი სხვაგან იქნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button