მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 537-ე დღე უკრაინაში – ქვეყანაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

ომის 537-ე დღე უკრაინაში – ქვეყანაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს, ღამით, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მათი ცნობით, განგაშის ზარი ისმოდა კიევის, სუმის, ხარკივის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში.
რუსეთის ძალებმა რაკეტებით და დრონებით მიზანში ამოიღეს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ხარკოვის რეგიონი და შავ ზღვაზე მისი მთავარი პორტი, ოდესა – აცხადებენ ოფიციალური პირები და უკრაინის არმია 14 აგვისტოს იმ ფონზე, როცა აღმოსავლეთის და სამხრეთის ფრონტებზე გრძელდება ინტენსიური შეტაკებები ცნობისთვის ოდესასა და ზაპოროჟიეში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსმა სამხედროებმა, ოდესაზე დრონებითა და რაკეტებით შეტევა მიიტანეს დაშავდა 3 ადამიანი. ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქში რაკეტის ფრაგმენტი ჩამოვარდა, რის გამოც, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმა იყო ზაპოროჟიეზეც. დაიღუპა 2 პირი, არიან დაშავებულები. დაიბომბა სუმის ოლქის 9 დასახლება. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. იერიშები იყო ხარკოვშიც, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაღუპულთა რიცხვი 7-ამდე გაიზარდა ხერსონში, მათ შორის ორი ბავშვია.ასევე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა.

“რუსი ოკუპანტები სასტიკად დაესხნენ თავს ხერსონის რაიონს. არიან დაშავებულები. დილის 4 საათზე დაბომბეს სოფელი ველეტენსკე. სახლს ცეცხლი გაუჩნდა რის შედეგადაც მძიმე დამწვრობა მიიღო ერთმა ადამიანმა, რომელიც ამჟამად რეანიმაციაშია. დილის 9 საათზე ოკუპანტები თავს დაესხნენ სოფელ შიროკა ბალკას არტილერიის გამოყენებით. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის იყო 22 დღის გოგონა, მისი 12 წლის ძმა საავადმყოფოში გადაიყვანეს,თუმცა ვერ გადაარჩინეს, გარდაიცვალა მათი 39 წლის დედაც. არ არსებობს დღე რომ რუსულმა ბოროტებამ არ მიიღოს ჩვენი სამართლიანი საპასუხო მოქმედება. ყველა განადგურებული ოკუპანტი, დამწვარი რუსული ტექნიკა, ცეცხლი მათი შტაბში და სხვა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ რუსეთის არცერთ დანაშაულს არ ვტოვებთ უპასუხოდ.მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ხარკოვიდან ხერსონამდე თითოეულ ჩვენს მეომარს აქვს შესაძლებლობა, სამართლიანობა დაამყაროს უკრაინაში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, რუსეთმა შეტევა განახორციელა ირანში წარმოებული Shahed-ის ტიპის 15 დრონით და ყველა მათგანი ჩამოგდებულია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელი სამხედროები მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ დონეცკის ოლქში ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია იმ ბრიგადების შტაბებს, რომლებიც „სოლედარის“ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში შეტევით მოქმედებებს აწარმოებენ.

პრეზიდენტმა მოისმინა ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებასთან და სხვადასხვა სახის შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებული ანგარიშები. ასევე ოფისში აღნიშნეს, რომ ზელენსკიმ განიხილა პრობლემური საკითხები, რომლებსაც სამხედროები აწყდებიან. როგორც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, უკრაინელმა სამხედროებმა ზელენკის აცნობეს შეიარაღების, საბრძოლო მასალების და ტექნიკის საჭიროებები, კერძოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვადასხვა სახეობის უპილოტო საფრენი აპარატების.

მსგავსი პოსტები

Back to top button