მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 6 თვის განმავლობაში უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 400 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, სრულმასშტაბიანი ომის 6 თვის განმავლობაში უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 400 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 45 400

📌ტანკი – 1 919

📌ჯავშანტექნიკა – 4 230

📌საარტილერიო სისტემა 1 032

📌სარაკეტო სისტემა – 266

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 145

📌თვითმფრინავები – 234

📌ვერტმფრენი – 1 981

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 815

📌საკრუიზო რაკეტები – 194

📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 143

📌გემი/ნავი/კატარღა – 15

📌სპეციალური აღჭურვილობა – 99.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button