მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 654_ე დღე-რუსებმა ხერსონი დაბომბეს

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­

ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის ქუჩაში ჩამოაგდო.
“ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამოგდების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავდა. დაზარალებულს სამედიცინო დახმარება უტარდება. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება,” – ნათქვამია ხერსონის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე, როგორც პოტენციურ სამხედრო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ომის 654_ე დღეს, უკრაინაში 95 საბრძოლო შეტაკება დაითვალეს . რუსეთის სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ცეცხლის ქვეშ მოექცა ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 100 -ზე მეტი დასახლება.

თავდაცვის ფონზე, უკრაინის ძალები მელიტოპოლის მიმართულებით შეტევებს განაგრძობენ. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან დეკემბერში ელოდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელების ერთ-ერთი ამოცანაა, ზამთარში რუსეთს ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალება არ მისცეს.

“ჩვენი სახელმწიფოს ამოცანაა, ახლაც და ზამთარშიც, რაც არ უნდა რთული იყოს, მტერს ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალება არ მივცეთ. მათ გაძლიერების საშუალება არ უნდა მივცეთ.

მადლობას ვუხდი ყველას, ვისი ქმედებებიც სწორედ ამას უზრუნველყოფს – ჩვენს შესაძლებლობას, გადავდგათ საკუთარი ნაბიჯები. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს გამბედაობისთვის”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button