მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 675-ე დღე უკრაინაში-საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 5 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 10 დრონით შეუტიეს და საჰაერო იერიშები 14 დასახლებაზე მიიტანეს. უკრაინელებმა 5 დრონი ჩამოაგდეს.

„ღამით რუსმა დამპყრობლებმა Shahed-136/131 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით უკრაინას კიდევ ერთხელ შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 56 სამხედრო შეტაკებას ჰქონდა ადგილი. სულ, რუსეთმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელა ასევე 84 იერიში მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button