მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 836-ე დღე უკრაინაში-რუსეთმა უკრაინის პოზიციები 2450-ჯერ დაბომბეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩრდილოეთ ოსეთის თავზე დრონი ჩამოაგდეს

ომის 836-ე დღე უკრაინაში. საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქის ექვსი სოფელი დაბომბეს. დნეპროს ოლქში სამოქალაქო სექტორზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით ფრონტის მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო 24 საათის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის საცეცხლე პოზიციებზე სულ 2450 იერიში განახორციელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 8 ივნისს რუსეთის ტერიტორიაზე 27 დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთი სამხედრო თავდასხმის სამიზნე პირველად გახდა.

რუსეთის მტკიცებით, დრონები ჩრდილოეთ ოსეთის, კრასნოდარის, ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, როსტოვისა და ტულას რაიონებში დაფიქსირდა. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მენიაილოს ცნობით, მსხვერპლი არ არის.

ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, სოფელ პროხოროვკაში საცხოვრებელ კორპუსებთან ორი თვითმფრინავი ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უწყება თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button