თარხან ბათირაშვილი კლინკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება [Photo]

ISIS-ის ჯარების მეთაური, „ისლამური სახელმწიფოს“ ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრი, აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება, – სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით იუწყება AFP.

ცენტრი გვაცნობებს, რომ ავიადრტყმების შემდეგ, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე ISIS-ის პოზიციებზე საერთაშორისო კოალიციის მიერ იყო მიტანილი, ალ-შიშანი რამდენიმე დღე კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება.

„შიშანის დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია. იგი რამდენიმე დღეა, რაც კლინიკურად მკვდარია“, – ციტირებს გამოცემა ცენტრის ხელმძღვანელის, რამი აბდულრაჰმანის სიტყვებს.

ამჟამად ომარ ალ-შიშანი, ცნობილი, როგორც ომარ ჩეჩენი, ქალაქ რაქის საავადმყოფოში იმყოფება, რომელიც სირიაში ISIS-ის ცენტრად ითვლება.

მიმდინარე წლის 9 მარტს აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალ-შიშანი 4 მარტს სირიაში აშშ-სა და კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადრტმების შედეგად სავარაუდოდ დაიღუპა.

როგორც ცნობილია, 2015 წლის მაისში აშშ-ისს ახელმწიფო დეპარტამენტმა ალ-შიშანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

შეგახსენებთ, რომ აბუომარალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში დაიბადა. იგი ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად მსახურობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ბათირაშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31189″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button