მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 105 250 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 105 250 ჯარისკაცი დაკარგა მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 დეკემბრამდე პერიოდს.

📍გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
📍ტანკი – 3026
📍ჯავშანტექნიკა – 6059
📍საარტილერიო სისტემა – 2010
📍ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 423
📍საჰაერო თავდაცვის სისტემა – 212
📍თვითმფრინავი – 283
📍ვერტმფრენი – 268
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1740
📍ფრთოსანი რაკეტა – 711
📍გემი/ნავი – 16
📍სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4683
📍სპეცტექნიკა – 180

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button