მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე-პირველად ღონისძიებების გარეშე

კორონა ვირუსის პანდემიის გამო, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღისათვის დაგეგმილი ღონისძიებები კახეთში, ვეღარ ჩატარდა.რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში ზვიად გამსახურდიას ხსოვნის პატივსაცემად, წელს არაფერი დაგეგმილა.

პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე ვერ აღნიშნეს, საბიბილოთეკო დაწესებულებებმაც, რომლებიც ყოველწლიურ საღამოებს გამსახურდიას თითქმის ყველა დაბადების დღეზე ატარებდნენ. გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ბეროშვილის განმარტებით, ღონისძიებები კორონა ვირუსის პანდემიის გამო ვეღარ ჩატარდა.

” ჩვენ ყოველთვის ვატარებთ მსგავს აქტივობებს და გვაქვს კიდეც შეტანილი გეგმაში. თუმცა შეზღუდვებისა და რეგულაციების გამო, თავს ვარიდებთ შეკრებას, დარბაზებშიც ორ ადამიანზე მეტს არ ვუშვებთ. ამიტომ მოგვიწია, რომ მხოლოდ ფეისბუქ გვერდით გამოვხმაურებოდით პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს”- განაცხადა ბეროშვილმა.

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღიდან 82, ხოლო 1991 წლის საერთო სახალხო რეფერენდუმიდან, 30 წელი შესრულდა.

სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, 1992 წლის იანვარში, ზვიად გამსახურდია, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენეს.

დევნილობაში ცხოვრებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩეჩნეთიდან დაბრუნებული გამსახურდია,1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ძველ ხიბულაში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button