მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღამ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყვიტა

ფოთში, სამაუწყებლო კომპანია მე-9 ტალღამ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყვიტა და მუშაობის დისტანციურ რეკიმზე გადავიდა.

მე-9 ტალღის დირექტორი გერმანე სალია ამბობს, მიზეზი თანამშრომელთა ნაწილის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.

“საინფორმაციომ ჩვეულებრივ რეჟიმში შეწყვიტა და დაიჯესტურად გავაგრძელებთ, ჟურნალისტები არ ივლიან გადაღებებზე”,-უთხრა სალიამ რადიო თბილისს.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სახლის პირობებში განაგრძობენ მკურნალობას. რაც შეეხება საინფორმაციოს, მხოლოდ დაიჯესტურ ნაწილზე იმუშავებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button