ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 45 200 რუსი სამხედრო დაიღუპა

უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით 45 200 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განახორციელეს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა მხარემ გაანადგურა სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა:
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს:
📌ჯარისკაცი – დაახლოებით 45 200
📌ტანკი – 1 912
📌ჯავშანტექნიკა – 4 224
📌საარტილერიო სისტემა – 1 028
📌სარაკეტო სისტემა – 266
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141
📌თვითმფრინავები – 234
📌ვერტმფრენი – 197
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 806
📌საკრუიზო რაკეტები – 190
📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 143
📌გემი/ნავი/კატარღა – 15
📌სპეციალური აღჭურვილობა – 99.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.