ნარიმანიას ბოდიში – ოპოზიცია მერის გადადგომას ითხოვს [აუდიო]

“არ გაქვს უფლება იყო მერი, შენ ხარ ივანიშვილის ხელდასმული პირი ამ თანამდებობაზე,”- ამ შეძახილებით თბილისის მერს დავით ნარმანიას სასტუმროს გახსნაზე აქციის მონაწილეები დახვდნენ. 

აქცია სამართლის თაობის წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მათ მიაჩნიათ, რომ ნამრანიამ თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს.  თავად მერი კი გადადგომას არ აპირებს და ამბობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა აღნიშნავს, რომ თმენის ვალდებულება ჰქონდა და წუხს იმ ფრაზების გამო, რაც მან შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი სტუმრის მიმართ გამოიყენა. ნარმანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის.  ამის შესახებ ნარმანია “ფეისბუქ” გვერდზე წერს. 

ნარმანიას პოსტის დატოვებისკენ ამ დრომდე მოუწოდებენ ოპოზიციური პარტიები.

რას ფიქრობს ზემოთ აღნიშნულ თემაზე მესამე სექტორი?

ორგანიზაცია “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენელი ნატა ფერაძე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს, ნინო სულხანიშვილს დაუპირისპირდა. ნატა ფერაძე მას თანადებობიდან გადადგომას სთხოვდა. სიტყვიერი შელაპარაკება მცირე ინციდენტშიც გადაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button