მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყების დღიდან, სულ მცირე 6 595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის მიერ შეირაღებული თავდასხმის დაწყების დღიდან, სულ მცირე 6 595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 189 კი დაშავდა, – ამის შესახებ გაერო-ს ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებიდან 2 575 კაცია, 1767- ქალი, 172 -გოგონა და 206- ბიჭი. დაღუპულთაგან 37 ბავშვი და 1838 ზრდასრულია, რომელთა სქესის დადგენა ვერ მოხერხდა.

გაერო განმარტავს, რომ მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვითდა საჰაერო დარტყმებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაფიქსირდა – 3939 ადამიანი.
ნოემბრის დასაწყისიდან 95 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 305 კი დაშავდა.
გაეროს განცხადებით, მსხვერპლის რეალური რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტიც იყოს, რადგან ბრძოლის ველიდან ინფორმაციას დაგვიანებით იღებენ. საუბარია მარიუპოლზე, იზიუმზე, ლისიჩანსკზე, პოპასნასა და სევეროდონეცკზე.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 437 ბავშვი დაიღუპა. ხარკივის, დონეცკისა და ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე კი 700 უკრაინელის ცხედარია ნაპოვნი.

მსგავსი პოსტები

Back to top button