მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში რუსებმა 500-ზე მეტი ბავშვი მოკლეს

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დაიღუპა ან დაიჭრა სულ მცირე 1 546 ბავშვი. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 12 ივლისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, დადასტურებულია 494 ბავშვის სიკვდილი. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დაიჭრა 1052 ბავშვი.

გენერალური პროკურორის ოფისის განმარტებით, მის მიერ დადასტურებული ფაქტები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან მუშაობა გრძელდება საბრძოლო მოქმედებების რაიონებსა და დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ ივლისის პირველ კვირაში განახლებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, 2023 წლის 30 ივნისამდე უკრაინაში დაიღუპა 9 177 სამოქალაქო პირი და დაიჭრა – 15 993. მათ შორის, დოკუმენტურად დადასტურებულია 535 ბავშვის სიკვდილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button