მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა -ქვეყანაში რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული 12 ადამიანი დააბრუნეს

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა.

UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთრინ რასელის განცხადებით, ეს მხოლოდ გაეროს მიერ შემოწმებული ოდენობაა და „რეალური რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია“.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 467 ბავშვი მოკლეს, ხოლო 944-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო

უკრაინული მხარის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული 12 ადამიანი დააბრუნეს. მათ შორის ათი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირია. როგორც „სიენენი“ წერს, ხუთი მათგანი მძიმედ დაჭრილია.

მანამდე, 24 მარტს რუსულ მხარეს ხუთი დაჭრილი მებრძოლი უკრაინამაც გადასცა. საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ დაახლოებით 2000 ტყვე დაიბრუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button