მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის მე-20 დღე უკრაინაში

"მამაკაცებო - კიეველებო! დაბრუნდით!- კიევის მერი

ომის მე-20 დღე უკრაინაში – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ინფორმაციას ყოველდღიურად ანახლებს, ამ შემთხვევაშიც გაიმართა ბრიფინგი, სადაც ისაუბრეს თუ რა ვითარება არის ახლა ფრონტის ხაზზე. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ შეტევების ტემპმა რუსეთის მხრიდან დაიკლო და უფრო იმატა იმ წინააღმდეგობამ, რასაც მათ უკრაინის შეიარაღებული ძალები უწევენ. ასევე აღინიშნა, რომ რუსი სამხედროები ძირითადი ფრონტის ნაწილებში ძირითადად თავდაცვასა და პოზიციების შენარჩუნებაზე არიან გადასულები.

უკრაინაში ირწმუნებიან, რომ ისინი ძალიან დიდ ზიანს აყენებენ მტერს, ყოველდღიურად ახლდება ასევე ინფორმაცია განადგურებული ტექნიკის თუ პირადი შემადგენლობის რაოდენობასთან დაკავშირებით.

გენშტაბში ამბობენ, რომ სავარაუდოდ ოკუპანტებს მოუწევთ კვლავ უკან დახევა. აქვე საუბრობენ ტაქტიკაზეც. ითქვა არაერთხელ, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეებში რუსეთის სამიზნე ხშირად ხდება სამოქალაქო ობიექტები. უკრაინის გენშტაბში ამის გარკვეულ მიზეზებს ასახელებენ, ამბობენ, რომ ამით რუსეთი ცდილობს გარკვეულწილად ე.წ. ცოცხალ ფარად გამოიყენოს როგორც დასახლებული პუნქტები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის იმ მწვანე კორიდორის მოწყობის დროს, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობის მშვიდობიანად გამოყვანაა.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები დამანგრეველ დარტყმებს აყენებენ ჯგუფებს და ოკუპანტების ინფრასტრუქტურასა და ჯარს. შეტევაში ჩართულ საოკუპაციო ძალების ძირითადი ძალისხმევა კვლავ მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე. მტერი აგრძელებს სარაკეტო იერიშებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, იყენებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის დაწესებულებების ქსელს დაჭრილი პერსონალის სამკურნალოდ.

ასევე, დამპყრობლები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მზაკვრულად გამოყენებას იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის განსათავსებლად.

მტერი მარიუპოლის აღებას ცდილობს. უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები. მიღებული დანაკარგების შემდეგ ოკუპანტებმა შეაჩერეს შეტევა და უკან დაიხიეს. ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!” – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი.

პარალელურად რუსეთში კეთდება განცხადებები და კვლავ ისმის მუქარა. აქცენტი გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბევრი უცხოელი სამხედრო ჩამოდის და ისინი ებმებიან რუსეთის წინააღმდეგ ომში. ახსენეს კვლავ იავოროვის შეტევა, რომელიც პოლონეთის საზღვართან ახლოს განხორციელდა და თქვეს, რომ მათ ყველა უცხოელი სამხედროს ადგილსამყოფელი იციან და ახლო მომავალში მსგავსი დარტყმები კვლავ განხორციელდება.

“კიევი აგრძელებს დამანგრეველი იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამ ქმედებების საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალები მიიღებენ სწრაფ ზომებს უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ობიექტების განადგურებაზე, რომლებიც ახორციელებენ იმ იარაღის წარმოებას, შეკეთებას და აღდგენას, რომელსაც ნაციონალისტები იყენებდნენ ომის დანაშაულების ჩასადენად. არაერთი დასავლური ქვეყანა, სახელმწიფო დონეზე, ხელს უწყობს თავის მოქალაქეებს ჩაებან როგორც დაქირავებულები უკრაინის სამხედრო მოქმედებებში.

მთელი შემდგომი პასუხისმგებლობა უკრაინაში ამ კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიკვდილზე ეკისრება მხოლოდ მათ ხელისუფლებას. ჩვენ ვიცით უკრაინაში უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების ადგილსამყოფელი. ისინი იქნებიან სამიზნეში ამოღებული, სტარიჩისა და იავოროვსკის სამხედრო პოლიგონის სასწავლო ობიექტების განადგურების მსგავსი ზუსტი დარტყმებით,” – ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მამაკაცებს მიმართა დედაქალაქის დასაცავად კიევში დაბრუნდნენ.

კიევის მერმა კიეველებს მოუწოდა დაეხმარონ ქალაქის დამცველებს, რითიც შეუძლიათ, ხოლო იმ მამაკაცებს, რომლებმაც დედაქალაქი დატოვეს – დაბრუნდნენ და საკუთარი სახლი დაიცვან.

“მამაკაცებო – კიეველებო! დაბრუნდით! სადღაც ჯდომა და თანაგრძნობა კი არა, უნდა დაიცვათ ჩვენი ქალაქი და თქვენი მომავალი!” – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

ამასთან “აზოვის” პოლკმა რუსული არმიის “ელიტა” გაანადგურა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული УНІАН ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს აზოვის პოლკის ჯარებმა საოკუპაციო ჯარების გენერალ-მაიორი მოკლეს. გარდაცვლილის სახელი და გვარი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში გამართულ ბრძოლებში “აზოვის” პოლკმა უკვე მტრის ათეულობით ტექნიკა გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button