მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის პერიოდში უკრაინელმა სამხედროებმა 25 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 25 650 სამხედრო დაკარგა.ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 25 650

📌ტანკი – 1 145

📌ჯავშანტექნიკა – 2 764

📌საარტილერიო სისტემა – 513

📌სარაკეტო სისტემა – 185

📌ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა – 87

📌თვითმფრინავები – 199

📌ვერტმფრენი – 158

📌სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 1 970

📌გემი/ნავი/კატარღა – 12

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 377

📌სპეციალური აღჭურვილობა – 41

📌საკრუიზო რაკეტები – 94.

ამასთან დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს მაღალი სიზუსტის მქონე სამხედრო იარაღის მარაგები ეწურება, ახლა შეიარაღებული ძალები ძველ და ნაკლებად სანდო იარაღს იყენებენ.

როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მისი სამხედრო ძალების მხრიდან ფართომასშტაბიანი და ზუსტი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობაში ნაკლოვანებები გამოავლინა.

მათივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გაჭიანურდა, ოკუპანტებს სამხედრო მასალის მარაგი ეწურებათ.

“უკრაინაში შეჭრის დასაწყისში რუსეთი ატარებდა პროპაგანდას, რომ შეუძლია ქირურგიული დარტყმები განახორციელოს, ასევე უკრაინული ქალაქები დაცული იქნება დაბომბვებისგან. რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებს ინტენსიურად და განურჩევლად ბომბავს, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას საერთოდ არ ითვალისწინებს. ხსენებული მიზეზის გამო, რუსეთის ჯარი ადვილად ხელმისაწვდომ, მაგრამ დაძველებულ, ნაკლებად სანდო და მარტივად იდენტიფიცირებად იარაღს იყენებს. რუსეთი სავარაუდოდ შეეცდება შეცვალოს მაღალი სიზუსტის მქონე იარაღი, რომელიც უკვე დახარჯა”, – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button