მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 5000-დან 6000 ადამიანამდე მერყეობს

უკრაინის წინააღმდეგ ორკვირიან ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 5000-დან 6000 ადამიანამდე მერყეობს.
დაჭრილია 15-დან 18 ათასამდე რუსი ჯარისკაცი.

ასეთი მონაცემები გამოაცხადა CBSNews-მა შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ასევე ვარაუდობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, დაიღუპა 2000-4000 -მდე უკრაინელი ჯარისკაცი.

ამერიკული დაზღვევა უკრაინის შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს. დაზვერვაში ამბობენ, რომ რუსული ჯარის მარცხი უკრაინაში და მძიმე ეკონომიკური სანქციები პუტინისთვის გახდება მიზეზი, რომ კიდევ უფრო ძლიერი და დაუდევარი ომი აწარმოოს უკრაინაში.

ამერიკის კონგრესში წარდგენის დროს, დაზვერვის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა უკრაინის მხრიდან, მომავალი კვირების განმავლობაში რამდენიმე ქალაქზე გაზრდილ ზეწოლას ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button