ონიანი შსს მოუწოდებს ვაზისუბანის ინცინდენტზე ვიდეო მასალა გაასაჯაროვოს

გიორგი ონიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრია,შსს მოუწოდებს გაასაჯაროვოს გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადაღებული ვიდეო კადრები.

იგი მზად არის მეორე ტურიდან მოვხსნას კანდიდატურა, თუ ვაზისუბანში მომხდარ ინციდენტში მისი თანამშრომლების დანაშაული იქნება დაფიქსირებული.
„შსს ვთხოვ გაასაჯაროოს ეს კადრები, რომელიც ცხადყოფს, რომ გიორგი ონიანი და მისი თანამშრომლები არიან მართლები. თუკი გასაჯაროვდება კადრები და თუ ჩემი თანამშრომლების რაღაც სახის დანაშაული გამოიკვეთება მზად ვარ ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მეორე ტურიდან საერთოდ მოვხსნი კანდიდატურას, სხვა შემთხვევაში აბუსერიძემ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა”- აღნიშნა ონიანმა.

მისი თქმით, მეორე ტურის ლეგიტიმაცია შეუძლებელია ამ ფაქტის გახსნის და ვიდეო კადრების გასაჯაროების გარეშე.
“თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებს მთავრობა, მაშინ როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება იქნება უფრო უარყოფითი, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში. თუ მათ გონიათ, რომ გიორგი ონიანს ამით შეაშინებენ, მათ ვეტყვი, რომ ისინი გიორგი ონიანს არ იცნობენ. არ დავუშვებ სხვა უბნიდან მოსული აბუსერიძე ურევდეს სიტუაციას უბანში”- აღნიშნა ონიანმა.

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგა ონიანის განცხადებით მისი შტაბის უფროსს და აქტივისტს ვაზისუბანში ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ახალგაზრდებს ვაზისუბანში ქართული ოცნების ოფისის გვერდით მდებარე სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ 30-მდე ადამიანი დაესხა თავს და ისინი ხელკეტებით სცემეს. ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის თქმით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი პოსტები

Back to top button