მნიშვნელოვანი

„ონლაინ სათამაშო ბიზნესს ხელისუფლებაში ლობი ჰყავს“ – აფბა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ანდრია გვიდიანი სათამაშო ბიზნესში ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს. როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ ანდრია გვიდიანმა აღნიშნა, ,,ქართული ოცნება“ 2012 წლიდან საუბრობს აზარტული თამაშების მოწესრიგების აუცილებლობაზე, თუმცა ამ მიმართულებით, ეფექტური ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა, რაც ორგანიზაციის წარმომადგენელს ეჭვს უჩენს, რომ სათამაშო ბიზნესის ლობისტური ჯგუფები ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ახდენენ გავლენას.

ანდრია გვიდიანის თქმით, ხელისუფლებას არც ერთხელ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ ჭიანურდება აზარტული თამაშების ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების საკითხი.

ორგანიზაციის რეკომენდაციაა, მოხდეს ონლაინ მოთამაშეების იდენტიფიცირება და აზარტული თამაშებისთვის, სპეციფიკური დაბეგვრის რეჟიმები ამოქმედდეს.

მოისმინეთ ანდრია გვიდიანის ხმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button