მნიშვნელოვანისიახლეები

ონში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა

ონი-საჩხერეს საავტომობილო გზის კვეთაზე, სადაც გუშინ, 26 აგვისტოს მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. გადაადგილება მარეგულირებლების დახმარებით მიმდინარეობს.

თვითმხილველები მედიასთან მომხდარის შესახებ საუბრობენ და ჰყვებიან, რომ ნგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე გზაზე ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. ასევე, მიმდინარეობდა სამუშაოები.

“ზუსტად მოპირდაპირე მხარეს, სადაც გზა არის მდინარე ხეორი ჩამოედინება. უბრალოდ ბავშვები ვიყავით საბანაოზე ჩვენთვის და პატარა ნაფხვენები მოდიოდა და დავძაბეთ, რადგან ეს არ არის ერთი დღის მომხდარი ამბავი. ერთი კვირით ადრეც იქ იყო ბზარები გაჩენილი და რა თქმა უნდა, ისედაც მიხვდება ადამიანი, რომ ძირს რომ უთხრი ჩამოინგრევა ხომ. მანქანები მოძრაობენ და ვიდეოში ვიძახით კიდეც, რომ გააჩერონ მოძრაობა და მიიღონ უსაფრთხოების ნორმები, რადგან აშკარად ინგრევა და უნდა ჩამოინგრეს. სასწაულებრივად გადავრჩით, რომ იმ მომენტში იქ მანქანამ არ გაიარა. მაინც და მაინც ისეთი რაღაც უნდა მოხდეს, რომ ადამიანი დაიღუპოს რომ ხმა ამოვიღოთ, რახან არაფერი მოხდა, ეს ამბავი არ უნდა ჩაიფარცხოს ნამდვილად, – თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ონის მერი, სერგი ხიდეშელის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ონში, ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“საღამოს საათებში ჩამოიშალა მიწის გარკვეული მასა. ამ შემთხვევის შედეგად, მე როგორც ვიცი, არავინ არ არის დაშავებული. ადგილზე იყო სამაშველო სამსახური გამოძახებული და უსაფრთხოების ზომები იყო როგორც ვიცი, ასევე წინასწარ მიღებული. იმ სამუშაოს პროცესის მიმდინარეობა იყო მე როგორც ვიცი.

თითქოს რაღაც დიდი მასა იყო ჩამოშლილი, გავრცელდა ეს ინფორმაცია, რაც მცდარი არის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოები, ჩემი ინფორმაციით, ეს სამუშაოები კონტროლირებადი იყო. ყოველ შემთხვევაში, მე რაც მერი გახლავართ, აქ, ამ მონაკვეთზე გზა არ ჩამოშლილა”, – ამბობს ონის მერი.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი აცხადებს, რომ სოფელ ზუდალში მიწის ფერდობის ჩამოშლამ ცენტრალური საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილის დაზიანება გამოიწვია.

მისივე თქმით, მოხდება გზის აღდგენა.

„ქუთაისი-ალპანა-მამისონის 107-ე კილომეტრზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დროს ეს საფრთხეც მოსალოდნელი იყო. გათვალისწინებული იყო ყველა პირობა იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო არავინ, ვინც სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. რაც მთავარია, სამუშაოების დროს არავინ დაშავებულა. გზა არის გახსნილი მსუბუქი ავტომანქანებისთვის. ამ ეტაპისთვის გამეორების საფრთხე არ არსებობს. ახლა მოხდება გზის აღდგენა, შესაბამისად, არანაირი პრობლემა აღარ იქნება“, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.

საპირისპიროს ამტკიცებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. უწყების თავმჯდომარე დღეს ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, სამუშაოების გამო ადგილზე მოძრაობა გარკვეულწილად შეზღუდული იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ონის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობისას მთის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, “ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული”.

უწყებაში ამბობენ, რომ ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა”.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა.

აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში
გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40-მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს”, – წერია განცხადებაში.
მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობდა რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობა, რა დროსაც მოხდა გამოფიტული ფერდობის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სავალი გზის შევიწროება, – ამის შესახებ „არეა ქონქრეთ ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ვაჟა დონდუამ განაცხადა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში, სადაც ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილისა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „არეა ქონქრეთ ჯგუფი“ ასრულებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, მიწის ჩამოშლის გამეორების საფრთხე არ არსებობს.

„ბეტონის მასა არ არის ჩამოსული. ჩამოსულია ფერდი, რომელიც იყო გამოფიტული, თუმცა ამ ყოველივეს მოველოდით. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდა გზის სავალი ნაწილის შემცირება. აღნიშნული ადგილი პარაპეტებით არის შემოსაზღვრული. საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია და შეფერხება არ აქვს არცერთ სატრანსპორტო საშუალებას. მიმდინარე ეტაპზე გამეორების საფრთხე არ არსებობს. საბოლოო ჯამში, მიზანი არის ახალი ხიდის მშენებლობა. აქ გაივლის ონის მიმართულებით გზა“, – განაცხადა „არეა ქონქრეთ ჯგუფის“ წარმომადგენელმა.

გუშინ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა. შემთხვევის დროს ადგილზე მშენებლობაზე დასაქმებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ონის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობისას მთის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, “ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული”.

უწყებაში ამბობენ, რომ ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა”.

შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე ხიდის სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყეს, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლა კლდის საფარის გაჭრის სამუშაოებმა გამოიწვია. შემთხვევის დროს ადგილზე მშენებლობაზე დასაქმებული პირები იმყოფებოდნენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button