ოფიციალურ კურსი 2.41 – ლარი კიდევ გაუფასურდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.41 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

კერძოდ, 26 აგვისტოდან ერთი დოლარის შეძენა 2.41 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3640 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0521 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.

კერძოდ, 26 აგვისტოდან ერთი ევროს შეძენა 2.7701 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.71 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0539 ლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button