მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოფიციალური ერევანი ბაქოს ოთხ სოფელს დაუბრუნებს

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი. ამის შესახებ მედია წერს.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა.

კერძოდ, მხარეებმა შეათანხმეს, სად გაივლის საზღვრის ხაზი გარკვეულ მონაკვეთებზე მას შემდეგ, რაც ერევანი ბაქოს თავრუშის ოლქის ოთხ სოფელზე კონტროლს გადასცემს რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა. აღსანიშნავია, რომ განახლებული საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებულ საზღვრებს შეესაბამება. საუბარია სოფლებზე – ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო ბოლო წლებში მიტოვებული იყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ.

მედიის ცნობით, ბაქო და ერევანი ასევე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში გაიყვანონ სამხედროები აღნიშნული მონაკვეთებიდან და იქ სასაზღვრო სამსახური განათავსონ. გარდა ამისა, შეათანხმონ რიგითობა საზღვრის დანარჩენ მონაკვეთებზე დელიმიტაციის პროცესის გასაგრძელებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button