მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ოფშკვითში მკვლელობა მობილურის გამო მოხდა”

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მოზარდებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

როგორც მოკლული მოზარდის ნათესავები ჟურნალისტებთან აცხადებენ, მეგობრებს შორის კონფლიქტი მობილურის გამო დაიწყო.

ნათესავების თქმით, მკვლელობის ღამეს 17 წლის მოზარდს საქმის გასარჩევად მიაკითხეს და სოფლის სასაფლაოზე წაიყვანეს.

მას თანაკლასელმა ჭრილობა გულის არეში დანით მიაყენა.მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბრალდებულის დაკავება პოლიციამ მეორე დღეს თბილისში შეძლო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც შსს-ი აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

შსს-მ დაკავებულის ვიდეომასალაც გაავცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button