ოპოზიცია აქციებს განაგრძობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა 16 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის დრო და ფორმა.
ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები პროტესტს დღეს დედაქალაქის ქუჩებში ავტოკოლონების მსვლელობით გამოხატავენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
პოლიტიკოსმა 14:00 საათზე შეკრების სამი ადგილი დაასახელა:
📌პირველი რესპუბლიკის მოედანო;
📌აღმაშენებლის ხეივანი, ცესკო-ს შენობასთან;
📌„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი.
„ჩვენი მიზანი და ამოცანა არის ამ რეჟიმის ჩამონგრევა, ოღონდ არაძალადობრივი მეთოდებითა და საპროტესტო აქციებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ ჩამოინგრევა რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით“, – აცხადებს მელია.