ოპოზიცია და მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება

პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კანონპროექტებს ვეტო არ დაადო – ასე ეხმიანებიან ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მიერ სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ არსებულ კანონებზე ხელმოწერას.
ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ ვეტოს უფლების გამოყენებით ცხადი გახდებოდა, რომ სახელწიფო მეთაური ეწინააღმდეგება ქვეყანაში არადემოკრატიული ცვლილებების მიღებას.
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი გეგელიას თქმით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს არ გამოყენებით სალომე ზურაბიშვილმა დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.
რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრს პაატა მანჯგალაძეს, ის მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა სიმბოლური დემოკრატიული ქვეყნისთვის.
გრიგოლ გეგელიას და პაატა მანჯგალაძის ხმა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევენ მმართველ გუნდში.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით დამტკიცების მიუხედავად – ინსპექტორის სამსახურსა და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვები ამომწურავი იყო და ისინი სამართლებრივად სრულად გამართულია.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება და კანონებს ხელი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე მოაწერა. შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 1 მარტიდან ოფიციალურად გაუქმებულია.
მიხეილ სარჯველაძის და თამარ ტალიაშვილის ხმა