მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიცია და “ქართული ოცნება” 2021 წელს აჯამებს

“რთული და გამოწვევებით სავსე წელი”
როგორი იყო უკვე თითქმის გასული წელი პოლიტიკური მიმართულებით – 2021 წელს პოლიტიკოსები აჯამებენ.
უმრავლესობა მას რთულ და გამოწვევებით სავსე წლად მიიჩნევს.

აქცენტები კეთდება პანდემიაზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, არაერთ რეფორმასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე.
მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ 2022 წელს ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ რათა ქვეყანამ დარჩენილი გამოწვევების დიდი ნაწილი დაძლიოს.

ნათია თურნავას და მამუკა მდინარაძის ხმა

გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებს ასახელებს ოპოზიციაც. “ნაციონალურ მოძრაობაში” 2021-ის მთავარ ამბად მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, ასევე, მათი ოფისის შტურმსა და ნიკა მელიას დაკავებას თვლიან.

“სტრატეგია აღმაშენებელი” კი გასულ წელს მომხდარ მოვლენებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად შარლ მიშელის შეთანხმებას მიიჩნევს.

ზაალ უდუმაშვილის, გიორგი ვაშაძის და გრიგოლ გეგელიას

მსგავსი პოსტები

Back to top button