მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიცია დღეიდან რეგიონებში გასვლას იწყებს

ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. პარტიების ლიდერები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ესაა ეფექტური გზა ქვეყანაში ცვლილებების განსახორცილებელად.დიალოგის შედეგი კი მათთვის უკვე ბუნდოვანი გახდა.

ოპოზიციური პარტიები დღეიდან რეგიონებში გასვლას და 15 მაისის აქციისთვის აქტიურ მზადებას  გეგმავენ

“ნაბიჯი არის ის, რომ ჩვენ რეგიონებში დავიწყოთ შეხვედრები მოსახლეობასთან. გავაცნოთ ჩვენი გეგმები, გავაცნოთ ის, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია გააგრძელოს ბრძოლა რიგგარეშე არჩევნებისთვის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის, ქვეყანაში რეფორმების დაწყებისათვის. ეს არის სწორედ დასაწყისი ამ კამპანიის, რომელიც ემსახურება 15 მაისისთვის მომზადებას,” – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიცია რეგიონებში გასვლას კახეთიდან დაიწყებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button